logo_geo
ძველი ჰოლივუდის შოკისმომგვრელი სკანდალები, რომლებსაც საზოგადოება დღემდე განიხილავს
- +

17 მაისი. 2020. 21:29

 

 

 

 

ძველი ჰოლივუდი თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ ბევრი შოკისმომგვრელი მოვლენა განვითარდა ყველაზე დიდი ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში...

 

 

 

ინტრიგა და სკანდალები, რომლებსაც დღემდე აქტიურად განიხილავს საზოგადოება, ძალიან ნათლად გვიჩვენებს იმას, თუ როგორი გასაჯაროებული იყო მსახიობების, მომღერლებისა და რეჟისორებს პირადი ურთიერთობები რამდენიმე ათეული წლის წინაც კი.

 

 

ნუთუ მართლა ბევრად მარტივი იყო ვარსკვლავების ცხოვრება მანამ, სანამ ფოტოშოპსა და სოციალურ ქსელებს გამოიგონებდნენ?

 

 

ეს თავად გადაწყვიტეთ...

 

 

  1. ჩარლი ჩაპლინის ურთიერთობები მასზე ბევრად ახალგაზრდა გოგონებთან და ამერიკიდან გაძევება.

 

 

წყვილში დიდი ასაკობრივი სხვაობა ძველი ჰოლივუდისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ ჩარლი ჩაპლინი მსგავსი ურთიერთობების სიხშირით გამოირჩეოდა. მან ორჯერ იქორწინა 16 წლის გოგონაზე (1918 და 1924 წლებში). 1936-ში მან 21 წლის პაულიტ გოდარდი შეირთო ცოლად, ხოლო მოგვიანებით, როდესაც მსახიობი 53 წლის იყო, მისი რჩეული 18 წლის უნა გახდა.

 

 

კიდევ ერთი სკანდალი, რომელშიც ჩაპლინი ფიგურირებდა, 1952 წელს განვითარდა. ლეგენდარული მსახიობი დიდ ბრიტანეთს ეწვია, რათა ფილმ “Limelight”-ის პრემიერას დასწრებოდა, რის გამოც გავრცელდა ხმები, რომ ჩარლი ანტი-ამერიკული იდეით იყო შეპყრობილი. საბოლოოდ ჩაპლინი ამერიკიდან გამოაძევეს, რის შემდეგაც იგი შვეიცარიაში გადასახლდა.

 

 

  1. ინგრიდ ბერგმანის სკანდალური რომანი

 

 

ბერგმანისა და რეჟისორ რობერტო როსელინის ურთიერთობა საკმაოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან ლეგენდარული მსახიობი დაქორწინებული გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ინგრიდი მეუღლეს დაშორდა და როსელინთან გაარგძელა ურთიერთობა, მათზე მაინც ძალიან დიდხანს საუბრობდნენ ჰოლივუდში.

 

 

  1. ჯოან კროუფორდის ინტიმური კადრები

 

 

ლეგენდარული კროუფორდის ყველაზე დიდი სკანდალი, რაც კი კარიერის განმავლობაში ჰქონია, თავის პორნოგრაფიულ ვიდეოს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ჯოანი ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი იყო, როდესაც მან საკმაოდ თამამი როლი მოირგო. 1935 წელს, ფილმის კომპანია MGM-ს $100,000 გამოსძალეს კადრების სანაცვლოდ, რის შემდეგაც კროუფორდის ერთადერთი არსებული კასეტა გაანადგურეს.

 

 

  1. ჯუდი გარლანდის იძულებითი შიმშილი

 

 

 

ჯუდი ძველი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო, მაგრამ მისი ცხოვრება საკმაოდ სტრესულ პირობებს მოიცავდა. ცნობილია, რომ ჰოლივუდის ქალბატონებს სიგამხდრის შენარჩუნებას ავალდებულებდნენ, რის გამოც გარლანდს იძულებით აშიმშილებდნენ. სტუდიო MGM-ის დირექტორს ჯუდისთვის დიეტა ჰქონდა, რომელიც შავ ყავას, ქათმის სუპს, 80 ღერ სიგარეტსა და წამლების კოქტეილს მოიცავდა. როგორც ცნობილია, მსახიობის გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

 

 

  1. თვითმკვლელობა ჰოლივუდიდან

 

 

როგორც წესი, ამერიკა ის ადგილია, სადაც ოცნებები ხდება, მაგრამ პეგ ენტვისტლისთვის ჰოლივუდი უიღბლო აღმოჩნდა. ამბიციური მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ინდუსტრიაში ადგილი მოეპოვებინა, მაგრამ რეჟისორებს მისთვის მხოლოდ უმნიშვნელო როლები ჰქონდათ შემონახული. 1932 წელს, კარიერულმა კრახმა, დანგრეულმა ქორწინებამ და მძიმე მენტალურმა მდგომარეობამ პეგი ჰოლივუდის სიმბოლოს „ჰ“ ასომდე მიიყვანა, რომლიდანაც გოგონა გადმოხტა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი