logo_geo
„ნევროპათოლოგთან ვიზიტი არ გაწყენდათ“ – რა უპასუხა ანუკა არეშიძემ აგრესიულ გამომწერს?
- +

20 მაისი. 2020. 03:02

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე დიზაინერი ანუკა არეშიძე ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია და თავის გამომწერებს, ხშირად უზიარებს როგორც მისი ოჯახის საინტერესო ამბებს, ასევე ლამაზ ფოტოებს.

 

 ანუკიმ რამდენიმე დღის წინ, ინსტაგრამზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დააწერა, რომ მისი საყვარელი ფერების კომბინაციით ჰქონდა ლუქი აწყობილი.

 

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა კრიტიკული კომენტარიც დაწერა.

 

 ხალხს დაეხმარე რამით, ამ შენს დებილობებს რომ აქვეყნებ, ტუპიცა, ხრუშ-ხრუშ” – დაუწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ანუკის რუსული შრიფტით, რაზეც ანუკიმაც რუსული შრიფტით დაუკომენტარა.

 

 ნევროპათოლოგთან ვიზიტი არ გაწყენდათ” – უპასუხა მას ანუკიმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი