logo_geo
ქართველმა ფეხბურთელმა “მის უკრაინის” ფინალისტზე იქორწინა
- +

16 ივნისი. 2020. 14:28

 

 

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების და დონეცკის “შახტარის” წევრი, დავით ხოჭოლავა დაქორწინდა.

 

ხოჭოლავას მეორე ცოლი, “მის უკრაინა 2016”-ის ფინალისტი, იულია სიდორენკოა. მოდელი 22 წლის არის და მის შესახებ, ხშირად წერს უკრაინული მედია.

 

პოპულარული წყვილის ოჯახის შექმნა, უკრაინულ მედიას არ გამორჩენია.

 

სიდორენკომ ხოჭოლავას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა: “ქმარო, მადლობა შენ ჩვენი ბედნიერებისთვის…” – წერს “ინსტაგრამზე” ქართველების რძალი.

 

დავით ხოჭოლავას მისამართით, ემოციურ პოსტებს არ იშურებდა მისი ყოფილი მეუღლე ალინა, წყვილმა 2018 წელს პარიზში საიდუმლოდ იქორწინა და ფეხბურთელის ცოლი ხოჭოლავას გვარზეც გადავიდა, თუმცა ოჯახი მალე დაენგრათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი