logo_geo
რატომ ვერ ახერხებს დავით არჩვაძე შვილის ნახვას - „დამნაშავე არ ვარ“
- +

24 ივნისი. 2020. 11:49

 

 

 

კომპოზიტორი და მომღერალი დავით არჩვაძე, გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ საუბრობს, რომ ის წლებია შვილის ნახვას ვერ ახერხებს.

 

კითხვაზე - მისი პირველი ქორწინება შეცდომა იყო თუ არა? - დავით არჩვაძე პასუხობს, რომ შეცდომა იყო.

 

მისი თქმით, ყველაფერი ღვთის ნებაა.

 

„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე, მართლა ჯილდოდ მივიღე ის, რაც დღეს მაქვს, ჩემი მეუღლისა და ჩემი შვილების სახით, ასევე იმ ადამიანსაც, მასაც ჰყავს მეუღლე და შვილი და თუნდაც ეს ორი ოჯახი რომ ყოფილიყო, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.

 

წყვილის დაშორებაში არასდროს არ უნდა ჩაერიოს მესამე, მეხუთე პირი, არავის არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს. ჩემს შვილთან წლების მანძილზე ურთიერთობა არ მქონია, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმაა. მოკითხვის დონეზეც კი ვერ მაქვს ურთიერთობა.

 

შარშანწინ მე და ჩემი მეუღლე ლიფტის კარიდან გამოვდიოდით და კუთხეში იდგა ჩემი შვილი ძიძასთან ერთად, ეს სასწაული იყო ჩემთვის. ჩემი მეუღლის ოცნება იყო ჩემი შვილის ნახვა. მივედი და შუბლზე ვაკოცე და ვუთხარი - მამა, მიყვარხარ. უდიდეს სიხარულთან ერთად იმ დღეს დავლიე, ნასვამი დავჯექი საჭესთან და მეორე დღეს ავარიაც მომივიდა.

 

უბრალოდ ბევრი მიზეზის გამო მოხდა, რომ მე შვილს ვერ ვნახულობ, ამაზე არ ვსაუბრობ, თუმცა, მე დამნაშავე არ ვარ. სასამართლოთიც მონიჭებული მაქვს დღეები, საათები ბავშვის ნახვის, მაგრამ იყო პასუხი - სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ იქნება, მანამდე იქნება მისთვის ფსიქიკური ტრავმა, ეს მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაუგებარი იყო, მაგრამ მიზეზი იყო, რის გამოც დღემდე ჩემს შვილთან, სამწუხაროდ, ურთიერთობა არ მაქვს. არ ვჩქარობ არაფერს, მიყვარს ძალიან და მუდამ ველოდები“, – განაცხადა დავით არჩვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი