logo_geo
„მარტო მე აღარ მჯერა საერთო აღარაფრის?!“- რატომ აღნიშნეს ნუკიმ და ბენიმ ვაჟის დაბადების დღე ცალ- ცალკე?
- +

30 ივნისი. 2020. 01:14

 

 

ნუკი კოშკელიშვილის და ბენის ვაჟი იუბილარია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წყვილი კორონა ვირუსის გამო დაწესებულმა მსოფლიო შეზღუდვებმა დროებით ერთმანეთს დააშორა და ამიტომ ოლივერს დაბადების დღე მშობლებმა ორიგინალურად გადაუხადეს.

 

ბენი შვილის დაბადების დღეს ამერიკიდან, ვიდეოს საშუალებით დაესწრო.

 

ალბათ, გაგვეცინება წლების მერე რომ ვნახავთ ამ ფოტოს. კორონას ეპოქამ თავისი ქნა... არა მე ახლაც მეცინება, თან რომ ვპოზირებდით გადაღებისას. ეჰჰ, მარტო მე აღარ მჯერა საერთო აღარაფრის?!

ხელებს ვიბან, დისტანციასაც ვიჭერ, მაგრამ მაინც მგონია რომ ზემოდან რაღაცეებს გვატყუებენ, არა ჩვენსბი კი არა, მთლად ზემოდან ან ამერიკა ან რუსეთი ან ჩინეთი ან ყველა ერთად. ისე მაინტერესებს 100 წელი რომ გავა რა დაიწერება ისტორიის წიგნში... “ ეს იყო საშიში გრიპი” თუ “ეს იყო მესამე მსოფლიო ომის ახალი ფორმა და გაკეთდა ამისთვის და ამისთვის...”. ან კიდევ რამე მესამე ვარიანტი. ჩამოყარეთ თქვენი აზრები, აბა რას ფიქრობთ??? ეს ახალი რეალობაა? თუ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას თუ ჯერ სად ვართ უარესი გველოდება?

 

 

big_banner
არქივი