logo_geo
ეკა კახიანი შვილებთან და შვილიშვილთან სახალისოდ ცეკვავს - როგორ ისვენებს კახიანების ოჯახი
- +

6 ივლისი. 2020. 16:21

 

 

 

ეკა კახიანი, ქეთო თოფურიძე, ნინი ბადურაშვილი და პატარა ელენე სახალისოდ ცეკვავენ. ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს

 

 

ვარსკვლავური ოჯახი ქალაქგარეთ გაეშურა. ნინი ბადურაშვილი პანდემიის დროსაც არ ისვენებს. თოქ-შოუ „პრაიმშოუ“ ახლა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. მათი მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციაა.

 

გადაღებების შუალედში ნინი მსახიობ დედას და ქალიშვილს ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში ეწვია. ბებია და შვილიშვილი ერთად ისვენებენ. მათ თან ეკას უმცროსი შვილი - ქეთო თოფურიძეც ახლავთ. უსაყვარლესი ვიდეო სასტუმროშია გადაღებული, სადაც ეკა შვილებთან და შვილიშვილთან ერთად სახალისოდ ცეკვავს.

 

 

ქართველ სელებრითებს შორის ნინი ბადურაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. საზოგადოება ბადურაშვილებისა და კახიანების ოჯახის თითოეულ წევრს კარგად იცნობს. ნინის შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია, და ამის მიზეზი მისი პოპულარული მშობლები და ბებია-ბაბუები არ არიან. ცოტამ თუ იცის, რომ შესანიშნავი მუსიკოსი პროფესიით მსახიობია. სწორედ ამიტომ მისთვის არც ისე რთულია რეიტინგული შოუ „პრაიმ შოუს“ წამყვანობა. ეკრანული და ბევრისათვის მისაბაძი მომღერალი შეუდარებლად არა მხოლოდ ეკრანებზე, არამედ ყოველდღიურობაშიც გამოიყურება.

 

 

 

ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლებისა და ოჯახის წევრების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა. ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. ელენე უკვე 6 წლისაა. ბადურაშვილების ოჯახმა გოგონა სკოლაში მიიყვანა. საკმარისია პოპულარულმა მომღერალმა შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნოს და ელენეს განხილვა არ წყდება. სკოლის მოსწავლე და პოპულარული დედის შვილი, როგორც ჩანს, სწავლისთვის მოწადინებულია. ამის შესახებ „იმედის დილის“ ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენეს სწავლა არ უჭირს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი