logo_geo
ემზარ კვიციანი: შეყვარებული არასდროს ვიქნები… ცოლი მიყვარდა
- +

14 ივლისი. 2020. 11:08

 

 

ემზარ კვიციანი გადაცემა „ფარულ კონვერტში“ თავის პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ერთი შეხედვით შეუვალი სვანი მამაკაცი, საკმაოდ სენტიმენტალური აღმოჩნდა.

 

„სიზმრად მოსულ“ ქალთან ერთად 25 წელი იცხოვრა. ერთად ბევრი რამ გადაიტანეს, მათ შორის – კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტები.

 

მაშინ, როცა ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, თეთნულდ ანსიანი მეუღლისგან წავიდა…

 

მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ.

 

„სიზმარში ვნახე სურათივით კადრი – ლამაზი გოგო იყო. ხმაც ჩამესმა, შენი საბედოაო. მალევე, აფხაზეთში წავედი და ახლობელთან ფოტოებში ამ გოგოს სურათი ვნახე. მაშინვე ვიკითხე, ვინ არის ეს გოგო, ჩემი საბედოა-მეთქი.

 

ახლობელმა მიპასუხა, ჩემი დეიდაშვილია და ის გაგრაში ცხოვრობს, მე-8 კლასელიაო. სამი წლის შემდეგ, თეთნულდს ისევ ამ ოჯახში შევხვდი.

 

ვუთხარი, სიყვარულობანას თამაშს ოჯახი შევქმნათ-მეთქი. თეთნულდმა მიპასუხა, ხომ არ აფრენო.

 

მეორე დღეს, ტროლეიბუსიდან ჩამოსული თეთნულდი მოვიტაცეთ. ნაკაწრებიც კი მქონდა, მაგრამ მერე თავადვე მომირჩინა...

 

რომანტიკა ჩავუტარე. მოტაცება ეს ის ძალადობაა, რომელსაც მოაქვს სიკეთე. ამ სიკეთეს ჩვენი სამი შვილი ჰქვია.

 

25 წლის შემდეგ, ჩვენი ოჯახი დაინგრა. ბევრი სტრესი გადაიტანა და ალბათ, მობეზრდა.

 

როცა ყველაზე პატიოსანი ვიყავი, მაშინ წავიდა. არ ვღალატობდი, შვიდგზის ლოცვებს ყოველდღიურად ვკითხულობდი.

 

განშორების შემდეგ, ოთხი დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. სახლში მივედი, მან ბავშვებს ხელი სტაცა და დედასთან წავიდა.

 

მერე, მე წავედი სახლიდან, მას და ბავშვებს ხომ ვერ გავუშვებდი?!

 

ახლა, შანსი აღარ არის, რომ შევრიგდეთ. შეყვარებული არ ვარ და არასოდეს ვიქნები, რადგან ჩემი ცოლი მიყვარდა…

 

ნეტავ შემიყვარდეს ვინმე, მაგრამ…“ – ამბობს ემზარ კვიციანი.

 

 

 

big_banner
არქივი