logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: ტეხავს ქალები რომ ერთმანეთს მხარში არ ვუდგებით!
- +

29 ივლისი. 2020. 01:42

 

 

მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ახალ ჩელენჯს იწყებს. #womensupportingwomen სწორედ ამ ჰეშთეგით აქვეყნებს კოშკელიშვილი ფოტოს და მსოფლიოს ქალბატონებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

 

რამდენიმე დღის წინ თბილისში გავრცელდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გააუპატიურა აფთიაქში გვიან ღამით ჩასული ქალბატონი რამდენიმე მამაკაცმა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთ-ერთი ქალბატონი დაზარალებულს ადანაშაულებდა, მისი აზრით, „წესიერი ქალი გვიან ქუჩაში არ უნდა იყოს“.

 

ქალი არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია უფრო დიდ რისკებზე წასვლა, ისტორიას რომ გადავხედოთ ყველა ძლიერი ფიგურის მიღმა ყოველთვის იდგა ქალი. მაგრამ ეს პოსტი ამაზე სულაც არ არის. ასევე ქალებს გვჩვევია შური, გამწარება და ბევრი სიბოროტე. იმის და მიუხედავად, რომ არ ვარ ფემინისტი, მაინც მიმაჩნია, ქალები ერთმანეთს მხარში უნდა ვედგეთ. ცოტა ხნის წინ მოვკარი ვიდეოს თვალი, გოგო გაუპატიურეს ღამე აფთიაქში ქასული და ვიღაც ქალი იძახდა აბა რა ეგონა ღამე რომ დადიოდაო, ამ დროს მოხუცი ბაბუ იძახდა “აფთიაქში ჩავიდა, ვეღარც უავადმყოფიაო”. ხოდა ტეხავს ქალები რომ ერთმანეთს მხარში არ ვუდგებით.

ეს ჩელენჯიც ამაზეა, ქალურ სოლიდარობაზე, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ნუ დავაბულინგებთ სხვას! როგორც კი დავიწყებთ ერთმანეთის პატივისცემას, მაშინვე მივიღებთ საპირისპირო სქესის პატივისცემასაც.“- წერს კოშკელიშვილი.

 

big_banner
არქივი