logo_geo
თემო საჯაიამ მარიტა ჯანაშიას პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი
- +

3 აგვისტო. 2020. 17:01

 

 

არც თუ ისე ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მოდელ მარიტა ჯანაშიას და მომღერალი თემო საჯაიას შორის სასიყვარულო ძაფები გაიბა.

 

ლავსთორი "პოს-ტივის"  გადაცემა "პოსტ ალიონში" დაიწყო, სადაც მარიტა და თემო წამყვანები არიან. ნელ-ნელა მათი თანამშრომლობა და მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და დღეს თემომ მარიტას უკვე ხელი სთხოვა.

 

მოდელისთვის ეს აშკარა მოულოდნელობა იყო, მისი გაოცებული სახე და ემოციები ფოტოებშიც კარგად ჩანს.

 

მარიტას სილამაზით თემო მუდმივად და ყოველდღიუად აღფრთოვანებულია, ეს მის სოციალურ ქსელსაც ეტყობა, სადაც საყვარელ ადამიანს საჯაროდ კომპლიმენტებითა და თბილი სიტყვებით ანებივრებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი