logo_geo
ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ ბავშვი მონათლეს
- +

6 აგვისტო. 2020. 12:34

 

 

მას შემდეგ, რაც ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს, მათ მიმართ მუდმივად დიდი ინტერესია.

 

წყვილს ქალიშვილი ანნა შეეძინა, რომელიც თითქმის 6 თვისაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მონათლეს. აქამდე პატარას სახე არც გამოუჩენიათ, ნათლობას ელოდნენ და სავარაუდოდ, მალე ანნას ოფიციალურ ფოტოებსაც ვიხილავთ.

 

ნათლობაზე  ნოეს და ჯანეტის გვერდით,  ცნობილი თუ საზოგადოებისთვის უცნობი მეგობრები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ ნოეს შვილები უწინდელი ქორწინებებიდან - ქალ-ვაჟი.

 

ანნას ერთ-ერთი ნათლია ირაკლი მაქაცარიაა.

 

წვეულება მცხეთაში შედგა და ცოლ-ქმრის ნათესავებთან ერთად ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. მღეროდნენ ანრი ჯოხაძე, დათუნა მგელაძე, ნინი ბადურაშვილი. ამ უკანასკნელმა ცეცხლოვანი ცეკვაც კი შეასრულა წვეულების ერთ-ერთ სტუმართან ერთად.

 

 

 

 

big_banner
არქივი