logo_geo
ლელა წურწუმიას შვილი შეყვარებულია – ვინ არის პოპ-დივას მომავალი სიძე?
- +

19 აგვისტო. 2020. 00:48

 

 

შეუდარებელი მომღერლის ქალიშვილი შეყვარებულთან ერთად პოზირებს. წყვილი ლელა წურწუმიას კონცერტზე ერთად გამოჩნდა, რომელიც ზღვისპირა ქალაქში ჩატარდა. ნახეთ როგორ უხდებიან ერთმანეთს მარიკო მამულაშვილი და თორნიკე წერეთელი.

 

მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახა მამულაშვილის ქალიშვილი რამდენიმე წელია შეყვარებულია. წყვილი ურთიერთობას 2017 წლიდან მალავდა, თუმცა ყველაფერი წლევანდელმა ზაფხულმა შეცვალა.

 

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, მარიკოს რჩეული მამულიჩას და ლელას ძალიან დაუახლოვდა. თორნიკე წერეთელი მოცეკვავეა. ის ქართულ ნაციონალურ ბალეტში წლებია მოღვაწეობს. წყვილი ერთად პოპ-დივას კონცერტს დაესწრო, საიდანაც მათი ერთობლივი სურათები გავრცელდა.

 

რამდენიმე თვის წინ პოპ-დივას ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა. იუბილარს დედ-მამამ დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. გოგონამ მამის ტანსაცმელი მოირგო და პროდიუსერთან ერთად ფოტოები გადაიღო. მამამ ქალიშვილის სურათი გამოაქვეყნა, სადაც მათ ერთნაირი სამოსი აცვიათ.

 

 

 

კახა მამულაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა უსაყვარლესმა სურათმა დიდი ყურადღება მიიპყრო. მარიკო მალე სტუდენტი გახდება. როგორც ჩანს, გოგონა ფოტოგრაფიით არის გატაცებული. „18 წლის გახდა და ჩემ ტანსაცმელში გაჭიმული დამხვდა“, – ასე გამოეხმაურა „მამულიჩა“ მარიამთან გადაღებულ უახლეს სურათს. რაც შეეხება მომავალ სიძეს, პოპ-დივას პროდიუსერი თორნიკეს უფროს მეგობრად იქცა. ისინი ერთად ხშირად ისვენებენ და აუზიდან სახალისო ფოტოებსაც აქვეყნებენ.

 

მარიკო უახლეს ფოტოზე მორცხვად იღიმის, როდესაც თორნიკე მას თბილად ეხუტება. გოგონა რადიკალურად შეიცვალა. სკოლის დასრულებამდე ფოტოხელოვნებით დაინტერესდა და საკუთარი გვერდი საკუთარი ნამუშევრებით გაახალისა. ცნობილი მშობლები მას ყველაფერში განვითარების საშუალებას აძლევენ, მათ შორის პირად ურთიერთობებში, რაც თორნიკესა და მარიკოს მშობლების დამოკიდებულებაზეც ნათლად ჩანს.

 

 

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ.

 

 

მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ კომპოზიტორების და მათ მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს. მამულიჩას პირველი ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. ორი წლის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი