logo_geo
ზაზა ბეჟაშვილი: ტრაგიკულად არ ვუყურებ იმ ფაქტს, რომ…
- +

25 მარტი. 2017. 16:39



მსახიობმა ზაზა ბეჟაშვილმა თბილისის ერთ-ერთ ლაუნჯ-ბარში მიმტანად მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ მან საკუთარ facebook-გვერდზე დაწერა - „მე ვიწყებ ოფიციანტად მუშაობას, შეგიძლიათ, გაიხაროთ და წარმატებები ყველას. ცოტას წავიმუშავებ, მაგრამ გპირდებით, ერთხელ კიდევ გავატრაკებ ჩემს საქმეში და თქვენ იარეთ თქვენი კინოფილმებით ფესტივალებზე, რამდენად აზრიანად, ამას გხედავთ. წარმატებები". თავის ახალ საქმიანობაზე ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე მსახიობი „სარკეს" ესაუბრა. ინტერვიუში ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალში შესაძლოა, ეს საქმიანობა ახალი როლისთვისაც კი გამოადგეს.


„ტრაგიკულად არ ვუყურებ იმ ფაქტს, რომ მიმტანი ვიქნები. პირიქით, იუმორით, სიხარულით ვხვდები. დაველოდები შემდეგ პროექტებს, იქნებ რომელიმე როლისთვისაც კი გამომადგეს ჩემი ახალი ამპლუა. ეს სამსახური ჩემთვის ფინანსურად ძალიან საჭიროა. თან ეს ჩემს თავთან ცოტა პროტესტიც არის. ამ საქმეს „რატომაც არა" ჰქვია", - ამბობს ზაზა ბეჟაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი