logo_geo
დედაქალაქის მერი და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთში შეიკრიბნენ: ფოტოები წვეულებიდან
- +

30 აგვისტო. 2020. 13:44

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი 20 აგვისტოს 38 წლის გახდა.

 

ალექსანდრეს მეუღლე ცნობილი დიზაინერი ნინი ზარქუაა. წყვილი ერთად 15 წელია ცხოვრობს.

 

წყვილმა გადაწყვიტა, ორი მნიშვნელოვანი თარიღი გაერთიანებინა და 15 წლის თანაცხოვრება და დაბადების დღე წყნეთში, საკუთარ აგარაკზე აღნიშნეს.

 

წვეულებაზე იმყოფებოდნენ ყოფილი ფეხბურთელები, მათ შორის „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის ამჟამინდელი მერი კახი კალაძე.

 

წვეულებაზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის „ოცნების“ მაჟორიტარი, ყოფილი ფეხბურთელი და სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა.

 

დედაქალაქის მერი წვეულებაზე მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა.

 

ცნობისთვის, კარიერის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ამისულაშვილმა ბიზნესში გადაინაცვლა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი