logo_geo
“მერამდენეა, შვილო?” – ოთარ ტატიშვილის ოჯახში მატებაა, თუმცა კორონავირუსმა წვეულების დღის წესრიგი შეცვალა
- +

3 სექტემბერი. 2020. 19:46

 

 

ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა, შოთი ტატიშვილმა იქორწინა. შოთის რჩეული მარიამ ხულელიძეა.

 

წყვილს ქორწილი გაცილებით ადრე, 15 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. 31 აგვისტოს კი ტატიშვილებმა ნიშნობის დღე, ვიწრო წრეში აღნიშნეს.

 

შოთი ტატიშვილი 2015 წელს მუსიკალური შოუს, “X ფაქტორის” მონაწილე გახლდათ, ბიჭების კატეგორიაში, რომელიც პროექტს ოთხი სკამის ეპიზოდიდან გამოეთიშა.

 

დამთავრებული აქვს პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლაში. სახლში სტუდია აქვს მოწყობილი, ზუკა კომპოზიციებს წერს, შოთი კი მისი შემსრულებელია.

 

სხვათა შორის, შოთის დაქორწინებამდე არა ერთხელ სწვევია სიყვარული, ჰყავდა რუსი და ბულგარელი შეყვარებულები და ამაზე წლების წინ ღიად საუბრობდა.

 

შოთი ტატიშვილი: – ძალიან აქტიური პირადი ცხოვრება რომ მქონდა, მაგ დროს, ოთართან გოგოს რომ მივიყვანდი და გავაცნობდი, მერამდენეა, შვილოო, მეკითხებოდა. თან, იმ გოგოს თანდასწრებით. მე კიდევ თვალებს ვუქაჩავდი და ვანიშნებდი – გაჩერდი-მეთქი.

 

ოთხი წლის წინ მიცემულ ინტერვიუებში ამბობდა, რომ ცოლად მაინც კავკასიელს შეირთავდა. და სიტყვა აასრულა კიდეც.

 

ოთარის უფროსი ვაჟი, ზუკა, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და მედიკოსია, შემოდგომის მიწურულს მეორე შვილს ელოდება.

 

ოთარს ბიჭები პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორე ცოლთან კი მას ერთი ქალიშვილი, ნანი ჰყავს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი