logo_geo
ვინ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართველი მომღერალი
- +

9 სექტემბერი. 2020. 19:50

 

 

მომღერლების წუწუნი იმის თაობაზე, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი შემოსავლიანი არ არის, ახალი ამბავი არავისთვისაა, თუმცა ეს მომღერლები ვერ ხვდებიან, რომ მათთვის კონცერტების ნაკლებობას მათი სიზარმაცე განაპირობებს.

 

არავინ დაობს, იმაზე, რომ შოუ-ბიზნესი ადრინდელივით ვეღარ ყვავის, თუმცა როგორ უნდა ყვაოდეს, როდესაც ამ ქვეყანაში რამდენიმე მუსიკოსი ცდილობს მისი მსმენელისთვის მუდმივად საინტერესო და განახლებადი იყოს. ამავე დროს კი, ახალი თაობის მსმენელსაც მოაწონოს და შეაყვაროს თავი. დანარჩენები კი, უბრალოდ თავისი ვოკალური შესაძლებლობებით და ნიჭიერებით იწონებენ თავს და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

 

“პრაიმტაიმი” 5 ყველაზე რეიტინგული და მაღალშემოსავლიანი მომღერლის რეიტინგის შედგენას შეეცადა და ნატო დუმბაძეს ესაუბრა.

 

„მომღერლის რეიტინგულობას მისი კარიერული სვლა და ხალხის სიყვარული განაპირობებს. საქართველოში ყველაზე რეიტინგული მომღერლები არიან: სტეფანე, ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე, აჩიკო მეფარიძე და ჯგუფებიდან “სახე”.

 

 დაახლოებით, რა თანხას იღებენ მომღერლები თითო კონცერტში, ეს კომერციული საიდუმლოა და სხვისი ფული მე არასოდეს დამითვლია. ამ ადამიანებმა შექმნეს ეპოქა, ვარსკვლავები არიან და შესაბამისად, დიდი ჰონორარიც ეკუთვნით.“

 

ნატო დუმბაძესთან საუბრის შემდეგ, “პრაიმტაიმი” პროდუსერ კახა მამულაშვილს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში, მან განაცხადა, რომ ჰონორარის რაოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე.

 

“სიტუაციას გააჩნია, ყოფილა შემთხვევები როცა უფასოდაც უმღერია ლელას. ვცდილობთ, ყველანაირ მდგომარეობას მოვერგოთ” – განაცხადა ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდუსერმა ჩვენთან საუბარში.

 

მასთან საუბრის შემდეგ აჩიკო მეფარიძესაც დავუკავშირდით, თუმცა მან ჰონორარის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

 

სხვადასხვა ორგანიზატორებში ჩატარებული პატარა კვლევების შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგი ასე გადანაწილდა.

 

სტეფანე – 10 000 დოლარი

 

ნინო ქათამაძე – 10 000 დოლარი

 

დათო გომართელი – 5000 დოლარი

 

ლელა წურწუმია – 10 000 ლარი

 

ჯგუფი “სახე” 10 000 ლარი

 

აქვე განმარტავთ, რომ მომღერლების ჰონორარი საკლუბო კონცერტების და კორპორატიული წვეულებების დროს განსხვავებულია. როგორც ხედავთ, შემოსავალი აქვს მას, ვინც მუშაობს, მისი რეპერტუარი მუდმივად განახლებადია და მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი