logo_geo
თათია შარანგია: შენ ხარ ჩემი ზღაპარი ქცეული რეალობად...
- +

27 მარტი. 2017. 22:58



პიანისტი თათია შარანგია მეუღლეს, ბიზნესმენ სანდრო შელიას facebook-ზე შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:


„სანდრო, იცი, როცა ცოლად მოგვყვებოდი მეგონა, არ არსებობდა ამაზე დიდი სიყვარული.... როცა ფრენის მეშინოდა, მაგრამ ოკეანეს ვუფრენდი შენთვის...  როცა

ჩემთვის და ბიჭებისთვის საქართველოში გადმოხვედი.... მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ ყველაზე მეტად ეხლა მიყვარხარ.

 

5 წლის შემდეგ... მივხვდი, რომ დრომ შენი თავი უფრო დამაფასებინა, უფრო გამაცნო, უფრო დამაახლოვა, უფრო ერთ მთლიანობად გვაქცია...

 

გავიარეთ და ჩავაბარეთ ყველა გამოცდა, რასაც ცხოვრება ასე ინტრიგნულად გვესროდა ხოლმე -შესამოწმებლად (ნეტა რა ეგონა?!)

 

მოვიარეთ ბევრი ლამაზი ქვეყანა! ვისეირნეთ, გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ბევრი შევქმენით! მე მგონია, რომ შენ ჩემში იპოვე ადამიანი და ის უკეთესად აქციე!!!

 

მადლობა ყველაფრისთვის!!! ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, საუკეთესო პარტნიორობისთვის, ბიჭების უზომო სიყვარულისთვის, დიდსულოვნებისთვის!!!!!

 

ჩუმი სიკეთისთვის! პატიებისთვის, მოთმინებისთვის! რწმენისთვის!!!! მადლობა მუდმივად შესრულებული პირობებისთვის! მადლობა, რომ დღესაც შენს თვალებში იმას ვხედავ, რასაც იმ დღეს, როცა სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი!!!! შენს გვერდით ყველაზე ძლიერი ვარ და არასოდეს ვარ მარტო! შენ ხარ ჩემი ზღაპარი ქცეული რეალობად!

 

ჩვენ შენ ყველაზე მეტად გვიყვარხარ!" - წერს შარანგია.


 

big_banner
არქივი