პოდიუმის მოდელები იდეალური პროპორციებით გამოირჩევიან - ისინი მაღლები არიან და გრძელი ფეხები აქვთ. მიჩნეულია, რომ დიზაინერების შექმნილი ტანსაცმელი ასეთ ფიგურაზე უფრო ლამაზი ჩანს, თუმცა, საინტერესოა, სიმართლეა თუ არა ეს?
სტატიაში წარმოგიდგენთ 20+ პოდიუმის კაბას, რომელიც ცნობილმა მომღერლებმა და მსახიობებმა ჩაიცვეს. ბოლოს კი თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომელს უფრო უხდება ის - იდეალური სხეულის ფორმების მქონე მოდელს თუ ჩვეულებრივი ფორმების მქონე სელებრითს?
მსახიობმა (და მისმა სტილისტმა) კარგად იცის, რა არის მოდა. ბიუსჰალტერის ადგილის ოდნავ შეცვლამ და ქამრის დამატებამ კაბა უფრო გლამურული გახადა.
ცნობილი კაბა, რომელსაც მსახიობი ოსკარის აღების დროს ატარებდა, მოდელზე უფრო უღიმღამოდ გამოიყურება. ასევე, კარგია, რომ ჯენიფერმა გადაწყვიტა, მსგავსი თავსაბურავი არ გაეკეთებინა.
პენელოპე კრუზი ერთ-ერთი იმ სელებრითთაგანია, რომელსაც წარსულში მოდასთან დაკავშირებული "ჩავარდნები" არ ჰქონია. ეს თამამი კაბა მსახიობზეც ისევე კარგად გამოიყურება, როგორც მოდელზე.
კიმი ცნობილია თავისი სავსე ფორმებით, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაბის ზედა ნაწილი მასზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე გამხდარ მოდელზე.
თითქოს ეს კაბაც მეტად ეროტიკულად გამოიყურება კიმის ტანზე. თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?
მომღერალი ცნობილია მოდისადმი სიყვარულით. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ერთი შეხედვით უცნაური სამოსი მასზე საკმაოდ მოდურად გამოიყურება. თქვენ ჩაიცმევდით ამ იასამნისფერ ბეწვის პალტოს?
ეს ექსტრავაგანტული მოსაცმელი მომღერალზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. გვეთანხმებით?
რიანას ეს ცნობილი კაბა მოდელზე რთულად საცნობია. თქვენი აზრით, რომელს უფრო უხდება?
მიმზიდველი ჯეილო არასდროს ყოფილა ცნობილი სიგამხდრით. ქვევით მოცემული ლუქი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კაბები გამხდარ მოდელებზე ყოველთვის უკეთესად არ გამოიყურება.
ეს მიმზიდველი მექსიკელი მსახიობიც არასდროს გამოირჩეოდა სიგამხდრით და თავისი ფორმებით ამაყობს კიდეც. ის განსხვავებული დიზაინის ტანსაცმელს ირჩევს და გაბედულად იცმევს კაბებს, რომლებიც პირველად გამხდარ მოდელებზე გამოჩნდა.
ქრისი სხეულის ფორმებით გამორჩეულია ჰოლივუდში. შეხედეთ, როგორ უხდება მას ეს თეთრი კაბა.
ამ შემთხვევაში მსახიობის ფორმები ახლოსაა მოდელისასთან, მაგრამ განსხვავებული პომადის ფერითა და ფეხსაცმლით, კრისტენზე კაბა მაინც სხვანაირად გამოიყურება.
ნიკოლი მაღალია და მოდელთან ახლოს მყოფი ფორმები აქვს, მისი წელი მოდელისაზე წვრილიც კი არის. თქვენი აზრით, ეს კაბა ვის უფრო უხდება?
მომღერალს კაშკაშა და მოულოდნელი ტანსაცმელი მოსწონს. ეს ბუმბულებიც კი მას განსაკუთრებულ იერს სძენს.
მსახიობი ყოველთვის ამაყობდა საკუთარი ქალური ფორმებით. 50 წლის ასაკშიც კი ის ისევ იცმევს გახსნილ კაბებს და მოდელზე უკეთესადაც გამოიყურება.
ამ ლამაზმა მსახიობმა მოახერხა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი კაბა ნამდვილ ჰიტად გადაექცია.
მარგოს თამამი და "მყვირალა" კაბების არჩევაში ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს.
მსახიობმა კაბას მეტი შარმი შესძინა. თქვენი აზრით, რომელს უფრო უხდება?
ქეითის ძალიან მოსწონს უცნაური კაბები. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ერთი შეხედვით სასაცილო კაბა წითელ ხალიჩაზე ასეთი ეფექტური იქნებოდა?
ბიონსე საკმაოდ თავდაჯერებულია და ექსტრავაგანტული კაბების არჩევას არ ერიდება.
მართალია, მომღერლის ფიგურა მოდელისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მას ეს კაბა ნაკლებად უხდება.