სოსო პავლიაშვილის და ირინა პატლახის წყვილი, რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ოჯახი შექმნეს და უკვე 20 წლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება აკავშირებთ.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, მათ ხელი ამ დრომდე არ მოუწერიათ, სამაგიეროდ ცნობილი გახდა, რომ წყვილმა რამდენიმე დღის წინ ჯვარი დაიწერა და ონლაინ სუფრაც გაშალეს.
ამის შესახებ პავლიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.
“რამდენიმე დღის წინ ღვთის შეწევნით დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გავაკეთეთ საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში. ჯვრისწერის შემდეგ აგარაკზე წავედით.
ეს სახლი ჩვენით გავაკეთეთ. ლამაზი გამოვიდა და ისე გამოიყურება, თითქოს უკვე 100 წელია იქ ვცხოვრობთ. ძველი თბილისის და რაღაც ხმელთაუაზღვისპირულის ნაზავია” – ამბობს სოსო პავლიაშვილი.