logo_geo
ყველამ თავის გენეტიკას მიხედოს! - ქალები, რომლებიც ყოფილ ქმრებს გვარს არ უბრუნებენ
- +

11 დეკემბერი. 2020. 23:08

 

 

იცით, სინამდვილეში რა გვარია კრისტი ყიფშიძე ? ლოლა წერეთლის გვარი გახსოვთ ? ქეთათო ჩარკვიანზე რას იტყვით?

 

ეს უკანასკნელი დღემდე სიამაყით ატარებს გარდაცვლილი მეუღლის, მეფის, ირაკლი ჩარკვიანის გვარს. სინამდვილეში, მას დასაბრუნებელი არც არაფერი აქვს. ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებული წყვილის ისტორიები დღესაც მითებად გვესმის.

 

აი, რაც შეეხება ქრისტი ყიფშიძეს, ის ყოფილი ქმრის, გიორგის გვარის დათმობას არ აპირებს.

 

ალბათ არ იცოდით, რომ მოდელი წარმოშობით სომეხია. მისი წინაპრები საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როგორც თავად ამბობს, სუფთა სისხლის სომეხია, მენტალურად კი ქართველი.

 

მას ეროვნება სულაც არ ეთაკილება, პირიქით ამით ამაყობს. მაშინ რატომ არ იცვლის გვარს? ამბობს, რომ ნატალიას არ უნდა, დედამ გვარი შეიცვალოს:

 

„ჩემს შვილს დიდი სურვილი აქვს, გვარი არ შევიცვალო და ეს საკითხი ვის რაში ანაღვლებს? ზოგს ჰგონია, რადგან ქართველი არ ვარ, გვარი ამიტომ არ შევიცვალე. ჩემი წარმომავლობა არასდროს დამიმალავს. სომეხი ვარ, თან სუფთა სისხლის სომეხი! ჩემი წინაპრები თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ. მენტალურად ქართველი ვარ, მაგრამ სისხლით – სომეხი. ვამაყობ, რომ ასეა. როცა დავიბადე, გარკვეული მიზეზების გამო სამშობიაროდან დედის გვარზე (კარაპეტიანი) გამომიყვანეს, საბუთების მხრივ გარკვეული პრობლემა შეიქმნა. მამაჩემის გვარი (სარქისოვი) დღემდე არ მეღირსა.” როგორც ჩანს, კრისტის საკუთარ გვარზე საუბარი არ სიამოვნებს: "მინდა ყველას ვთხოვო ჩემი გვარით ნუღარ დაინტერესდებით, საკუთარ ეროვნებას მიხედეთ. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ ამ კითხვას ნუღარასდროს დამისვამენ“.

 

გვარის საკითხი არ ადარდებს გიორგი ყიფშიძეს. მისი მტკიცებით, კრისტი მისი ქალიშვილის დედაა და უხერხულობას სულაც არ უქმნით საერთო გვარი. თუ ის ოდესმე გათხოვდება და ჩემი გვარი აღარ დასჭირდება, მაშინ მეც სიამოვნებით დავიბრუნებ ჩემს გვარსო..

 

ლოლა წერეთელი კი კვლავ ყოფილი მეუღლის გვარზეა. თუ მათი ურთიერთობით ვიმსჯელებთ, გვარის დაბრუნებას არავინ სთხოვს და არც აპირებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი