logo_geo
„200%-ით ვენდობოდი, მან კი მიღალატა“ - გუფისა და ქეთას ურთიერთობის უცნობი დეტალები და რეპერის ახალი სიყვარული
- +

13 დეკემბერი. 2020. 17:55

 

 

ქეთა თოფურიასა და რუსი რეპერის, ალექსეი დოლმატოვის, იგივე გუფის დაშორებაზე ბევრი ჭორ-მართალი გვსმენია, თუმცა, თავად ქეთა და გუფი ამაზე საჯაროდ არასდროს საუბრობდნენ. ერთ დროს ხმაც კი დაირხა, წყვილი კვლავ შერიგდაო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაზეც ახლა გუფი საუბრობს, ეს შეუძლებელი ჩანს.

 

გუფიმ დაშორების მთავარ მიზეზზე ჟურნალისტებთან ახლახან ისაუბრა:

 

„ძალიან უცნაური ურთიერთობა იყო და მადლობა ღმერთს, რომ დასრულდა. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. ყველაზე შეურაცხმყოფელი და მტკივნეული კი ისაა, რომ ამ ადამიანს 200 პროცენტით ვენდობოდი, მან კი მიღალატა“, - ამბობს რეპერი.

 

ამჟამად 41 წლის გუფი 19 წლის გოგონასთან, იულია კარალევასთანაა ურთიერთობაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი