logo_geo
ია ფარულავა: ადრეული ასაკიდან, ბიზნესი მქონდა და ფულს ვშოულობდი
- +

19 დეკემბერი. 2020. 01:38

 

 

მსახიობს და ტელეწამყვანს ია ფარულავას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 53 წელი შეუსრულდა. ია შესანიშნავ ფორმაშია და ქალების იმ უიშვიათეს კატეგორიაში შედის, რომლებსაც ასაკი ვერაფერს აკლებთ. ია საკმაოდ აქტიური ბავშვი იყო, როგორც ამბობს პატარა ასაკიდან, უკვე ბიზნესის მეშვეობით ფულს შოულობდა.

 

„ბიზნესი ჩემში ადრეულ ასაკში გაჩნდა. ბებიაჩემთან ერთად წყნეთში ვისვენებდი და მივდიოდი უნივერმაგში, ვყიდულობდი გულსაბნევებს, ღირდა 40 კაპიკი და ვყიდი 60 კაპიკად. ამ ბავშვებს ჭკუაში არ უჯდებოდათ, რომ წასულიყვნენ და მაღაზიაში ეყიდათ, თუმცა მე ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი და არ მჭირდებოდა ამ საქმიანობაში უფროსის დახმარება.

 

ღამე, ბებიაჩემის დაქალებთან ერთად, ლოტოს ვთამაშობდი და ყოველთვის მიმართლებდა, ვიგებდი 3მანეთს, 5მანეთს.ამ 3 მანეთს, ბიზნესში ვდებდი.

 

(იხსენებს სიცილით)

 

ვერ გეტყვით, რომ ბრწყინვალე მოსწავლე ვიყავი, თუმცა ძალიან მოწესრიგებული დავდიოდი. ჩამაბარეს ბიბლიოთეკა და მათემატიკა კარგად, რომ არ ვიცოდი 10 მანეთი მქონდა დარღვევა. რა თქმა უნდა ეს 10 მანეთი, მამაჩემმა მიიტანა სკოლაში, თუმცა მაშინ ძალიან შემრცხვა.“ - ამბობს ია ფარულავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი