logo_geo
ლევან ჯიბღაშვილი მეორე ბიჭის მამა გახდა და ბავშვს სიმამრის სახელი დაარქვა
- +

23 დეკემბერი. 2020. 00:57

 

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი გახმაურებული სკანდალური საქმის შემდეგ, საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

 

ის სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულზე დააკავეს და მიმდინარე წლის ივნისში, სასამართლოს გადაწყვეტილებით საპროცესო შეთანხმება და 5 წლიანი პირობით სასჯელი განესაზღვრა.

 

ხმაურიანი დაკავების შემდეგ, ლევან ჯიბღაშვილმა პირველ სიყვარულზე, “აკვა პარკის” მფლობელის, აკაკი (ფეფე) სულხანიშვილის ქალიშვილზე სალი სულხანიშვილზე იქორწინა და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

 

შემდეგ კი წყვილს პირველი ვაჟი შეეძინა, რომელსაც მიქაელი დაარქვეს. რამდენიმე დღის წინ, კი მის ცხოვრებაში მეორე სიახლე მოხდა.

 

ლევან ჯიბღაშვილი და სალი სულხანიშვილი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარა ბიჭუნა 11 ნოემბერს გაჩნდა და მას ლევანმა სიმამრის სახელი აკაკი დაარქვა.

 

როგორც “პრაიმამბებისთვის” არის ცნობილი, სიმამრი ლევან ჯიბღაშვილს განსაცდელში ყოფნის დროს, გვერდით განსაკუთრებით დაუდგა და გრანდიოზული ქორწილიც სწორედ მან გადაიხადა.

 

ჩვენი წყაროს ცნობით, ლევან ჯიბღაშვილი და სალი სულხანიშვილი, ბოლო დროს ძირითადად დედოფლისწყაროში, ლევანის მშობლიურ სახლში იმყოფებიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი