logo_geo
სოფო ნიჟარაძემ პატარა გოგოს ფოტო გაავრცელა – ნახეთ როგორ ჰგავს ბავშვი მომღერალს
- +

23 დეკემბერი. 2020. 02:22

 

 

 

სულ მალე ერთი წელი შესრულდება, რაც სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას რამდენიმე თვის მანძილზე მალავდა.

 

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი შეუდარებელი მომღერალი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. გამოქვეყნებულმა „სთორიმ“ აჟიოტაჟი გამოიწვია. ვინ არის პატარა გოგონა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია?

 

მომღერლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება კარიერის დასაწყისიდან დღემდე არ ნელდება. ახლა თაყვანისმცემლები მის სოციალურ ქსელებს საფუძვლიანად ამოწმებენ. რამდენიმე დღის წინ სოფომ საყვარელ მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რამაც აურზაური გამოიწვია. ახლა კი მის ვირტუალურ ქსელში პატარა გოგონას ფოტო გამოჩნდა. მან უსაყვარლეს ბავშვს იუბილე საჯაროდ მიულოცა.

 

სავარაუდოდ, ეს გოგონა სოფო ნიჟარაძის ნათლულია. ბევრმა ფოლოვერმა თავდაპირველად ჩათვალა, რომ შემსრულებელმა შვილის ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ფოტოზე სოფოს მეგობრის შვილია. გოგონას დედა სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობს.

 

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი