logo_geo
ვარსკვლავები, რომლებმაც ალკოჰოლიზმი ადრეულ ასაკში დაამარცხეს
- +

28 იანვარი. 2021. 20:45

 

 

დიდება, ფული, ღამის კლუბები და დახურული წვეულებები, ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ცოტა ახალგაზრდა თუ უმკლავდება. შოუ-ბიზნესში კი ეს სრულიად გამორიცხულია.



დენიელ რედკლიფი- ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები ბრიტანელი მსახიობის ცხოვრების ნაწილი იყო, ტაბლეტებით უმკლავდებოდა ის ძლიერ თავის ტკივილს, რომელსაც წნევა იწვევს. ახალგაზრდობაში კი რედკლიფი ტკივილის ჩახშობას ალკოჰოლით ცდილობდა, რამაც საბოლოოდ მასზე დამოკიდებული გახადა. ცნობილია, რომ ჰარი პოტერის მეოთხე ნაწილის გადაღებების დროს მსახიობი ძალიან იშვიათად იყო ფხიზელ მდგომარეობაში.image


ზაკ ეფრონი- 17 წლის ასაკში დისნეის ვარსკვლავი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თინეიჯერი იყო. 21 წლის ასაკში ის ფორბსის ყველაზე მდიდარ ახალგაზრდა მსახიობთა სიაში მოხვდა. 25 წლისამ კი უკვე სარეაბილიტაციო ცენტრში ამოყო თავი ნარკოტიკების და ალკოჰოლის დამოკიდებულების გამო.image


მაკოლეი კალკინი- კლასიკური ისტორია. საახალწლო ფილმების ფარსკვლავს ყველანაირი შანსი ჰქონდა იმისა, რომ ჰოლივუდი დაეპყრო, მაგრამ ყველაფერი რიგზე ვერ წავიდა. მისი მშობლები გაყრის პროცესში იყვნენ, პატარა კალკინის მიღებული ჰონორარევბი კი სასამართლოში ვერ გაიყვეს. ამის გამო მსახიობმა ფილმებში მონაწილეობა დროებით შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში კალკინი ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მიეძალა, რეჟისორებსაც თანდათან გადაავიწყდათ ის და ახალგაზრდა მსახიობიც პრაქტიკულად გაქრა. იმასაც ამბობდნენ, რომ 2012 წელს მილა კუნისთან დაშორების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და თავის მოკვლაც სცადა.image


დრიუ ბერიმორი- მსახიობს ნამდვილად მზიმე ბავშვობა ჰქონდა. 6 წლისამ უკვე ცნობილმა გაიღვიძა ფილმის “უცხოპლანეტელის" გამო. 9 წლისამ პირველი ოქროს გლობუსი აიღო, ამავე ასაკში დაიწყო მოწევაც, 11 წლისა უკვე სვამდა, 12 წლისამ უკვე კოკაინის გასინჯვა დაიწყო, 13 წლისამ კი სარეაბილიტაციო კლინიკაში ამოყო თავი, შემდეგ წელს კი თავის მოკვლაც კი სცადა.image


ლინდსი ლოჰანი- ამ მსახიობზე ძნელია თქმა ალკოჰოლი საბოლოოდ დაამარცხა თუ არა. ბერიმორის მსგავსად მანაც პატარა ასაკში იგემა პოპულარობა. 16 წლიდან კი ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მიეძალა. გადასაღებ მოედანზე რეჟისორების და სტილისტების თავის ტკივილი იყო, ის შლიდა გადაღებებს თუკი ხასიათზე არ იყო, იპაავდა ნივთებს გადაღებების დროს. დაკავებული იყო ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო. რამდენჯერმე გადიოდა მკურნალობას სარეაბილიტაციო ცენტრში. მართალია დღეს სკანდალებით შედარებით აღარ გამოირჩევა, მაგრამ მისი კარიერა ამით ნამდვილად ვერ აღდგება.image

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი