მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, საკუთარ გადაცემაში სტუმრის წარდგენამდე, მაყურებლის წინაშე ემოციური მონოლოგით წარსდგა. შორენამ ისაუბრა თუ როგორ შესთავაზეს მას ეკრანზე ყოფნის სანაცვლოდ ურთიერთობა და როგორ დარჩა 1 წლის განმავლობაში უმუშევრად.
ამავე მონოლოგში აღნიშნა, რომ ის ცხოვრებისეულ გამოწვევებს მიჩვეულია და ღირსეულად დასაქმებისთვის ბრძოლა განაგრძო.