logo_geo
არუთინაშვილი მასხულიას: ,,ძალიან დამღალე, გრცხვენოდეს!”
- +

10 თებერვალი. 2021. 22:20

 

 

გუშინ გორის რაიონულმა სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას ტელეწამყვან ნინო ადამაშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე 2000 ლარიანი წინასწარი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გორში მომხდარ ფეშენ ვიკის სკანდალს. სასამართლოს გადაწყვეტილება მათი ხელახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

მასხულიამ დაწერა:

,,ჩემის კარიერაში ყველაზე დიდი ლაქა არის ნინო ადამაშვილი, სოსო კავკავაშვილი, გურამ არუთინაშვილი. წლებია, მებრძვიან…  ნინო ადამაშვილმა ჩემზე დაწერა, ნაშვილებიაო, რაც მე არ ვიცოდი და ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მტერსაც კი არ გავიმეტებ ასეთი რამისთვის, რომ მისი ოჯახის საიდუმლოება საჯაროდ გავავრცელო, მაგრამ ნინო ადამაშვილმა ეს ბოროტიზმით და განზრახ გააკეთა, რაზეც  პროკურატურაშია აღძრული  საქმე და ის უმკაცრესად დაისჯება…

 

რაც შეხება გორის დაუსრულებელ თემას, სოსო კავკავაშვილს ჩამოუყვანა მავანი ნინო ადამაშვილმა! ერთ ტელევიზიაში მუშაობენ დღემდე ,,პოსტივში”, ყველაფერი იყო გათვლილი და დადგმული. ჩემზე გადატყდა ჯოხი, ეს მომიწყვეს, უნდოდათ ჩემი ციხეში ჩასმა და კარიერული წინსვლის დასამარება”.

 

მასხულიას ამ პოსტს ,,ლიდერ ტვ”-ის ჟურნალისტი, გურამ არუთინაშვილი გამოეხმაურა:

 

,,არ გრცხვენია, გიორგი მასხულია, ამას როგორ ამბობ? დაგავიწყდა, შენს ხუშტურებზე ყველა რეგიონში რომ მოგყვებოდა LIDER TV? სირცხვილი ხარ მართლა, მთელი საქართველო გიცნობს, რა ხარ და ვინ ხარ…  ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი შენგან წასული შენი ხუშტურების გამო. ძალიან დამღალე. რაც შენთვის გამიკეთებია, არამი იყოს შენთვის… მთელმა საქართველომ იცის, ვინაა მასხულია და ვინაა არუთინაშვილი. ყველა ტელევიზიამ დაგბლოკა, დაიბლოკე ჩვენთანაც. შეგიძლია შექმნა ორღობე ტვ და ატარო ყველგან”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი