logo_geo
ეგონათ, რომ ჯუჯა გოჭი იყიდეს, მაგრამ ის 300 კილოიან საყვარელ არსებად იქცა!
- +

2 მაისი. 2017. 04:04



ზოგჯერ ცხოვრებამ შეიძლება, მოულოდნელი საჩუქარი მოგიძღვნათ. როდესაც კანადელმა სტივ ჯენკინსმა და დერეკ უოლტერმა ესტერი იყიდეს, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ჯუჯა გოჭი იყო.


Zooclub


2 წლის შემდეგ პაწია გოჭი დიდ ღორად გადაიქცა, მაგრამ სიყვარულმა და მეგობრობამ, რაც მათ ესტერმა აჩუქა - ერთმნიშვნელოვნად შეცვალა მათი ცხოვრება. ესტერი ოჯახის წევრად იქცა და მშვენივრად შეეწყო შინაურ ცხოველებს.


Zooclub


როდესაც დერეკი და სტივი მიხვდნენ, თუ რამდენად ჭკვიანი და მეგობრული იყო ესტერი (ღორები ხომ ისეთივე ჭკვიანები და ბევრად უფრო სუფთები არიან, ვიდრე ძაღლები), ისინი ვერ შეეგუვნენ ფიქრს, რომ აქამდე ჭამდნენ ესტერის მსგავს სხვა ღორებს.



ამგვარად, დერეკი და სტივი ვეგეტარიანელები გახდნენ. მათ იმდენად შეუყვარდათ ესტერი, რომ ამ სიყვარულით შთაგონებულებმა ცხოველთა თავშესაფრის გახსნა გადაწყვიტეს. მეგობრებმა Indiegogo-ის მეშვეობით, 440 225 დოლარი შეკრიბეს და თავიანთი ოცნების ახდენას შეუდგნენ!



 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი