logo_geo
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან გაშორების რეალური მიზეზი და სასამართლოს ვერდიქტი გაამხილა
- +

16 მაისი. 2017. 00:26


 

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის გაყრის სასამართლო პროცესი თითქმის დასრულდა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობლი, ანჯელინა ჯოლის ადვოკატი გაყრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბრედ პიტის მიერ ბავშვებზე მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას ასახელებს.


პრესაში გამჟღავნებული ინციდენტის დეტალების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 14 სექტემბერს მოხდა, როდესაც წყვილი შვილებთან ერთად პარიზიდან მინეაპოლისის მიმართულებით მიფრინავდა პირადი თვითმფრინავით. როგორც ანჯელინა ჯოლის მხარე აღნიშნავდა, ბრედ პიტმა შვილზე ფიზიკური ძალადობა მაშინ მოახდინა, როდესაც იგი მშობლების კამათში ჩაერია, რათა დედა დაეცვა.


თვითმფრინავის ფრენის ოფიციალური აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებისას სასამართლომ საპირისპირო სამხილების არსებობა დაამტკიცა. როგორც ჩანაწერში გაჟღერებული ხმების მოსმენისას გაირკვა, ბრედ პიტსა და მის მეუღლეს შორის საერთოდ არ ყოფილა არც ფიზიკური და არც ვერბალური ჩხუბი თვითმფრინავის ბორდზე.


აღნიშნული ინციდენტი ძირითადი მიზეზი იყო ანჯელინა ჯოლის მიერ სასამართლოსგან ბავშვებზე სრული მეურვეობის მოთხოვნის. აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, სასამართლო ბრედ პიტის მიერ მოთხოვნილ საერთო მეურვეობის შეთავაზების დაკმაყოფილებას აპირებს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი