logo_geo
გიორგი ბახუტაშვილი: მე და ჯულიანა ერთმანეთს ძალიან შევეწყვეთ, არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს
- +

4 ივნისი. 2017. 10:31



გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, ამჟამად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი კონკურსანტია. იგი ამასთანავე შოუ „მეგობრების" წამყვანია ტელეკომპანია „იმედზე". მან ამ ორ გადაცემაზე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას მსახიობი ცეკვის პატარ-პატარა გამოცდილებასაც იძენს, რაც მეხმარება პროექტში, მაგრამ პროფესიონალთან ცეკვა სულ სხვაა... მე და ჯულიანა ერთმანეთს ძალიან შევეწყვეთ, არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს. ჯულიანა სულ რაღაცას მასწავლის. იმდენად კარგი პარტნიორია, რომ შეიძლება ვერ გავაკეთო რაღაც, მაგრამ ისე შეფუთავს, რომ სცენაზე ჩანს, თითქოს მშვენივრად შევასრულე.

 

რაც შეეხება შოუ „მეგობრებს", ეს იუმორისტული გადაცემაა, რაც ჩემთვის უცხო ხილია, მაგრამ თავს ამ სფეროშიც ვსინჯავ, ვნახოთ, რა გამოვა", - აღნიშნა გიორგი ბახუტაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი