logo_geo
ილო ბეროშვილი: ახლა განუყრელი ძმაკაცები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოები არიან
- +

4 ივნისი. 2017. 15:02


 

 

„მე და ჩემს მეუღლეს საერთო შვილები გვყავს და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნეთ", - განაცხადა ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.


„ამ ეტაპზე მთლიანად ბავშვებზე ვარ გადართული. მანამდე 3-4 პროექტში ერთად ვმუშაობდი და ვერ ვიცლიდი შვილებისთვის. ახლა განუყრელი ძმაკაცები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოები არიან, კარგად ვერთობით ერთად. მეც ბევრს ვსწავლობ მათგან. 3 და 7 წლის არიან. მაგიჟებენ! ორივეს ჩემზე ბევრად კარგი იუმორი აქვს, ძალიან არტისტულები არიან. მე და ჩემს მეუღლეს საერთო შვილები გვყავს და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ეს პირველ რიგში, შვილებს წაადგებათ", - აღნიშნა ილო ბეროშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი