logo_geo
ილო ბეროშვილი: ხომ ნამდვილად იციან, პანღურით რომ უნდა გავაცილო აქედან, ხელი არ შემომიბრუნონ-მეთქი...
- +

5 ივნისი. 2017. 12:24


 

„ტონი მონტანას ვახსენებდი, ასეთი გმირი უნდა ვიყო-მეთქი. არც ვიცი, სად იპოვეს ეს სამი უცხოელი", - განაცხადა ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.


სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" შავლეგიკო მადლიანის წყალობით ვერა-ვაკეობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩაიშალა. ჩიკამ ნაცემი ელჩი დაადანაშაულა, რას აცემინა თავი შაგუსო.


„სცენა, სადაც სამი უცხოელი პანღურით ავაგდე ჩემი მაგიდიდან, არ იყო ადვილი გადასაღები. დიდხანს ვუხსნიდი ინგლისურად, რომ ცუდ პერსონაჟს ვთამაშობ და სინამდვილეში ასეთი არ ვარ... ტონი მონტანას ვახსენებდი, ასეთი გმირი უნდა ვიყო-მეთქი. არც ვიცი, სად იპოვეს ეს სამი უცხოელი. ერთი დუბლით ამ სცენის ჩაწერა არ გამოვიდა. პირველივე აგრესიაზე გადმომხედა ამ „ელჩმა", კითხვა დავსვი ქართულად, ხომ ნამდვილად იციან, პანღურით რომ უნდა გავაცილო აქედან, ხელი არ შემომიბრუნონ-მეთქი. მაგარ ჯანზე კი იყო", - აღნიშნა ილო ბეროშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი