logo_geo
ილო ბეროშვილი: როგორია, სულ არ იცნობ ადამიანს და მასთან უნდა დაწვე კამერების წინ...
- +

12 ივნისი. 2017. 11:19


 

 

„კურიოზულია, გოგოს არ იცნობ და ასეთი ფრაზა უნდა უთხრა, ხომ ლამაზი ვარო, მეკითხება და აბა, რა ჩემი ..ე ხარ-მეთქი, ვუთხარი", - განაცხადა ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.


„შავლეგიკოს როლზე საკმაოდ უცნაურად მოხდა ჩემი შერჩევა. ჩემი მეგობარი და მეზობელი მუშაობს „ფორმულა კრეატივში". ამასწინათ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. ჩემი კომპლიმენტები ვუთხარი ქეთი დევდარიანს და გადამღებ ჯგუფს, რომელიც ხარისხიან პროდუქტს დებს. ერთ მეგრელს შენც კი ითამაშებდიო, მითხრა, მეც მეგრული აქცენტით გავიკვირვე, რას ლაპარაკობ-მეთქი. მეგრელის როლი არ შემხვდა, მაგრამ მალევე დამირეკეს, შავლეგიკოზე ქასტინგი გამოცხადდაო. გავიარე ქასტინგი. ერთ კვირაში დამირეკეს. აღარც ველოდებოდი ზარს.  პირველ გადაღებაზე ვნერვიულობდი, ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. რეჟისორმა ძალიან გამიადვილა ყველაფერი. ლიფონავა არ ზღუდავს მსახიობის იმპროვიზაციას, არ არის წინააღმდეგი ახალი ინიციატივების და ეს ძალიან მომწონს... მიუხედავად იმისა, რომ პირველ სერიაში წამების განმავლობაში გამოვჩნდი, არ მომეწონა საკუთარი თავი. როგორია, სულ არ იცნობ ადამიანს და მასთან უნდა დაწვე კამერების წინ... სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ მანამდე ჩიკას, ანუ ანის. კურიოზულია, გოგოს არ იცნობ და ასეთი ფრაზა უნდა უთხრა, ხომ ლამაზი ვარო, მეკითხება და აბა, რა ჩემი ..ე ხარ-მეთქი, ვუთხარი. ძალიან უხერხული იყო ამ ფრაზის გამეორება. მთავარია, რომ მაყურებელმა ამაზე გაიცინა და სერიალში შესვლა კარგად გამომივიდა. ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ბევრ შეცდომას ვხედავდი ჩემს გმირში. რეჟისორი ძალიან დამეხმარა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი