logo_geo
ლეონარდო დიკაპრიომ „ოსკარის“ ქანდაკება გამოძიებას გადასცა
- +

16 ივნისი. 2017. 01:07


მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ მისთვის ნაჩუქარი „ოსკარის" ქანდაკება ამერიკელ სამართალდამცველებს გადასცა, რომლებიც მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ძარცვის საქმეს იძიებენ. ამის შესახებ Reuters იტყობინება.


აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს საპროდიუსერო კომპანია Red Granite Pictures ფილმის „უოლ სტრიტის მგელი"-სთვის ფონდიდან მოპარული ნივთების შემოტანაში დაადანაშაულა. ამ ფილმში მთავარი გმირის როლს დეიკაპრიო ასრულებს. 


ამ ფილმში მონაწილეობისთვის მსახიობმა პროდუსერებისგან საჩუქრად ქანდაკება მიიღო, რომელიც 1954 წელს მარლონ ბრანდომ მიიღო.


მსახიობის წარმომადგენლის განცხადებით, დიკაბრიომ გამოძიებას სხვა ნივთებიც გადასცა, რომლებიც ასევე საჩუქრად მიიღო საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზებისთვის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი