logo_geo
მონიკა ბელუჩი საქართველოში ჩამოდის
- +

17 ივნისი. 2017. 03:56



ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი, 19 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის, რომლის ორგანიზებას, მსახიობი, ედმონდ მინაშვილი გაუწევს. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმს" თავად ედმონდ მინაშვილმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ცნობილ ვარსკვლავთან მიმოწერა აქვთ, და ამჟამად ჩამოსვლის დეტალები ზუსტდება.


„ძალიან გვინდა, რომ ჩამოვიდეს. ყვეალფერი გადაწყვეტილია. თვითონაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ამის. ჩამოსვლის ამბავი უკვე გადაწყვეტილია, ახლა იმაზე მიდის საუბარი, როგორ შევფუთოთ ეს ყველაფერი. ძალიან გვინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, აქაურობა გავაცნოთ. შესაძლოა მის ვიზიტს რაიმე საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდეს, მოკლედ ჯერჯერობით დეტალები ზუსტდება", - განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ აპირებს ცნობილი მსახიობი საკუთარი ფილმის „შინდისის გმირების" გადასაღებ მოედანზეც მიიპატიჟოს.


ედმონდ მინაშვილმა მონიკა ბელუჩი, კანში გაიცნო და საქართველოშიც მაშინ მოიწვია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი