logo_geo
ბიონსეს პატარებს გარკვეული პრობლემები აქვთ
- +

21 ივნისი. 2017. 01:29



დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბიონსე და ჯეი-ზი მშობლები გახდნენ, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომღერალი და მისი ტყუპები ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფებიან. ცნობილია, რომ პატარებს გარკვეული პრობლემები აქვთ და მათი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ ყოფნა აუცილებელია.


„ექიმები დარწმუნებულები არ არიან, რომ სახლში ისინი უსაფრთხოდ იქნებიან" , - აცხადებს წყარო. მათივე თქმით, თავად ბიონსე თავს კარგად გრძნობს. პატარა გოგონა და ბიჭი ქვეყანას გასულ ორშაბათს მოევლინენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი