logo_geo
„ვიცე მის საქართველო 2015“ ვიქტორია კოჩეროვა დაინიშნა
- +

22 ივნისი. 2017. 00:47



„ვიცე მის საქართველო 2015" ვიქტორია კოჩეროვა დაინიშნა. მისი რჩეულს ლევანი ჰქვია და საჯარო სექტორშია დასაქმებული - ამის შესახებ ვიქტორია კოჩეროვამ „პრაიმტაიმს" განუცხადა.


„ზოგადად პირადზე საუბარი არ მიყვარს. მომავალი მეუღლის თხოვნით და ერთობლივი გადაწყვეტილებით ვარჩიეთ, რომ ქორწინებამდე არაფერი გვეთქვა. მეორე ნახევრის სახელია ლევანი და დასაქმებულია საჯარო სექტროში. ერთმანეთი მეგობრების წრეში გავიცანით, ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი და მალევე გავხდით შეყვარებულები. სიყვარულის ახსნა ძალიან ემოციური იყო - წელიწადნახევრის წინ ბორჯომში გადავწყვიტეთ გასეირნება, შემდეგ რაბათისკენ წავედით და მთაში, პატარა ეკლესიაში სიყვარული ამიხსნა. ხელის თხოვნა სიუპრიზი, მოულოდნელი არ ყოფილა. დაგეგმილი გვქონდა, სადაც ჩვენი ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს. მომავალმა მეუღლემ ასი ცალი ვარდი და ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა. პირველად ბეჭედი ვნახე და როდესაც ყველას წინაშე, ოფიციალურად მთხოვა ხელი გაოგნებული ვიყავი. ულამაზესია..." - ამბობს ვიქტორია კოჩეროვა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი