logo_geo
გამოგონებები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია გარდაქმნა
- +

3 დეკემბერი. 2016. 02:27



ნასას მთავარი დანიშნულება კოსმოსის კვლევაა, მაგრამ მრავალი ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსური კვლევებისთვის გამოიგონეს, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოყენებადი გახდა. ასეთ გამოგონებებს ყოველდღიურად ვხვდებით და ისინი დედამიწაზე ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებენ.


პროთეზი


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება ნასას სააგენტოში არის ადმიანის და ცხოველის ამპუტირებული სხეულის ნაწილებისთვის პროთეზის შექმნა. მისი შექმნა რობოტი ტექნოლოგიების გამოყენებით და მათზე მუშაობისას მოხდა.


კვამლის დეტექტორი


მართალია ნასა არ ყოფილა პირველი, ვინც კვამლის დეტექტორი შექმნა, მაგრამ 70-იან წლებში მან შეიმუშავა ახალი და გაცილებით პრაქტიკული ვერსია. ახალი დეტექტორი თვითდამტენი ბატარეით იყო აღჭურვილი.


მზის ბატარეა


ნასა მუშაობდა უპილოტო თვითმფრინავის შექმნაზე, რომლის მოქმედების შესანარჩუნებლად დასჭირდათ ახალი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემდა თვითმფრინავს, ავტონომიური ენერგია ჰქონოდა. შედეგად შეიქმნა მზის ბატარეა, რომელიც 50%-ით უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ტრადიციული ბატარეა.


ნაღმების აღმოსაჩენი მოწყობილობა


ნასას დახმარებით შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც დანაღმული ტერიტორიის შორი მანძილიდან განადგურების საშუალებას იძლევა. ამ მოწყობილობას შეუძლია ნაღმების დეტონაციის გარეშე უგულვებელყოფა.


ტომოგრაფი


60-იან წლებში მთვარეზე ხომალდ "აპოლოს" დაშვების შემდეგ, ნასას ლაბორატორიამ გამოიმუშავა ტექნოლოგია, რომელსაც შეეძლო კომპიუტერული სურათების გაშიფვრა. მოგვიანებით ეს დანადგარი მედიცინაში გამოიყენეს და ადამიანის ორგანიზმის დიაგნოსტიკისთვის შეუცვლელ ტექნოლოგიად იქცა.


მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.


 

big_banner
არქივი