logo_geo
„რუსთავი 2“ მორიგ სიცრუეში გამოიჭირეს!
- +

14 ივლისი. 2017. 01:25


 

 „რუსთავი 2"-მა დღეს „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ტელეკომპანია კალაძეს თბილისის გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებს. როგორც „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, კახა კალაძეს დღეს თბილისში მდებარე რესტორან „ბარაკონში" თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, მაგრამ შეხვედრაზე არ მისულა. „სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ „კურიერი" ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო", - ნათქვამია სიუჟეტში.


როგორც შემდეგ გაირკვა, თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი ენერგეტიკის მინსიტრი დღეს ენერგეტიკის სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი გაფრინდაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმილი საერთოდ არ ჰქონია.


„ვიცი, ბევრს უნდა,კალა 2 იყოს, მაგრამ ერთია და ის დღეს ჩემი სტუმარი იყო! მადლობა ყველას ყველაფრისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გაფრინდაშვილი.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები კახა კალაძეს რესტორან „ბარაკონში" ეძებდნენ, ირაკლი გაფრინდაშვილმა საკუთარ facebookგვერდზე live-ვიდეო გაავრცელა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ჩანს.


 

„რუსთავი 2" ფიქრობს, რომ სხვაგან ვარ, მაგრამ, რეალურად აქ ვარ, მზიურში", - აღნიშნავს ვიდეოში კახა კალაძე.


აქვე თბილისის მერობის კანდიდატი მოკლე ხუმრობითაც შემოიფარგლა:


„ძალიან მიკვირს, რატომ არ არის „რუსთავი 2" აქ, იმიტომ, რომ აქ ვხედავ სხვადასხვა საჯარო მოხელეებს და მგონი ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება", - აღნიშნა კალაძემ.

 

 


 

big_banner
არქივი