logo_geo
2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება
- +

15 ივლისი. 2017. 13:53



2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება.


ინფორმაცია საზოგადოებრივს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე დაუდასტურა.


კვლევა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რითაც განისაზღვრება მოსახლეობაში ტყვიის შემცველობა. თუმცა ამას არ აქვს კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენასთან. ეს უბრალოდ დამთხვევაა. კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება, ისევე როგორც ორი წლის წინ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


სურსათის და გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის.


მათი მტკიცებით, სურსათი და ჰაერი ტყვიას შეიცავს, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი