logo_geo
ანდრია ჯაღმაიძე: დავუშვათ შევამჩნიეთ ეკლესიაში რაღაც ხარვეზი, რა გავაკეთოთ? ჩამოვანგრიოთ, შევვარდეთ, დავარბიოთ, ვანდალიზმი მოვაწყოთ?!
- +

25 იანვარი. 2024. 23:46

 

 

დავუშვათ შევამჩნიეთ ეკლესიაში რაღაც ხარვეზი, რა გავაკეთოთ? ჩამოვანგრიოთ, შევვარდეთ, დავარბიოთ, ვანდალიზმი მოვაწყოთ?! - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსული შობაც მოგონილი სიტყვაა, როგორღაც რუსული სიტყვა უნდა დააკავშირონ.

 

„რევოლუცია, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ მოხდა, რუსეთსა და მერე მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, თუ გადავხედავთ იმ თეზისებსა და იდეოლოგიურ მოწოდებებს, რაც ამ რევოლუციების დროს იყო, ანალოგიურია, რომ ეკლესია არის პროგრესის მტერი, სიბნელე. საფრანგეთის რევოლუციის დროს და ბოლშევიკური რევოლუციის დროსაც ვიხილეთ ერთი და იგივე, ეკლესიების ნგრევა, ქონების ჩამორთმევა, სასულიერო პირების და მორწმუნეების დევნა, ყველა რელიგიური სიმბოლიკის განადგურება. თეზისებიც კი ერთნაირი შეიძლება აღმოვაჩინოთ, ფრანგული რევოლუციის დროს შეიქმნა ახალი გონების კულტი და რელიგიამ უკან დაიხია, როგორც სიბნელემ და რაღაცა ცრუ რწმენებმა. დღესაც იგივე პროცესებია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს რაც ხდება ეკლესიის წინააღმდეგ ეს არის მოყოლებული ტალღა იქიდან ჩამოსული. ეს არის იდეოლოგიის ნაწილი. ბოლშევიკური რევოლუციის დროს და შემდგომშიც ისმოდა, რომ ეკლესია არის თანასწორობის წინააღმდეგ იარაღი. იგივე იყო ფრანგული რევოლუციის დროს და იგივე გვესმის დღეს ჩვენ. ეს არის იდეოლოგიის ნაწილი“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

big_banner
არქივი