logo_geo
ლევან კობიაშვილი: ეს წარმატებული ტურნირი იყო!
- +

16 ივლისი. 2017. 13:29



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოში გამართული 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა და მას წარმატებული ტურნირი უწოდა.


„ინგლისის ნაკრები ღირსეული და დამსახურებული გამარჯვებულია და ჩემპიონობას ვულოცავ. ჩვენს ქვეყანას კი ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის წარმატებით ჩატარებას მივულოცავ. ეს არაა ჩვენი შეფასება - უეფა-სა და გუნდების წარმომადგენლებმა აღიარეს. ეს უამრავი ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის შრომობდნენ.

 

ჩვენი გუნდის მოსვლის დღიდან ვცდილობდით, რომ მნიშვნელოვანი თამაშები და ტურნირები თბილისის გარეთ გაგვეტანა და მიმაჩნია, რომ გორმა ფინალური შეხვედრის მასპინძლობა თუნდაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის თამაშით დაიმსახურა. არაჩვეულებრივი იყო სანახაობა, როდესაც მატჩის შემდეგ გულშემატკივარი დიდხანს იდგა და ორივე გუნდს ტაშს უკრავდა", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 


საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული ინგლისის ნაკრებმა მოიპოვა. 


 

 

big_banner
არქივი