logo_geo
რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ზღვისპირეთში
- +

16 ივლისი. 2017. 23:14



საზღვაო სეზონი დასვენებასთან და თავგადასავლებთან ერთად ფულად დანახარჯებთანაც ასოცირდება. საქართველოში დასვენება არც ისეთი იაფი ჯდება, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვეთვალა, რა შეიძლება დაუჯდეს რიგით მოქალაქეს საქართველოს საზღვაო კურორტზე დასვენება.


​თავდაპირველად, სამგზავრო ხარჯებით დავიწყოთ

 

მატარებლით მგზავრობა


თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი.


ავტოსადგური "ოკრიბა"


თუ მატარებლის ნაცვლად, ბათუმში წასვლა მიკროავტობუსით გადაწყვიტეთ, ამ შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება 20-25 ლარია.

 

თვითმფრინავი


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისიდან კვირაში ექვსი დღე, ოთხშაბათის გარდა, ფრენებს ავიაკომპანია სერვისეარი შეასრულებს. სერვისერარი 7 ივლისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს "სააბის" ტიპის 32-ადგილიანი საჰაერო ხომალდი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოემსახურება. ბილეთის ფასი, ერთი მიმართულებით, 90 ლარი იქნება. ოთხშაბათს და კვირის განმავლობაში კიდევ ოთხი დღე, თბილისიდან ბათუმამდე და უკუ მიმართულებით აირზენა დაფრინავს. აირზენას ბილეთების ფასი, ერთი მიმართულებით, 55 ევროდან იწყება.


10 ლარად ბათუმში მატარებლით - იაფი გზა


ვაგზლის სალაროში ან ინტერნეტის მეშვეობით უნდა შეიძინოთ ჩქაროსნული მატარებლის ბილეთი ქუთაისის მიმართულებით, რომელიც 8 ლარი ღირს. მატარებელი თბილისი-ქუთაისი ყოველდღე, დილის 9 საათზე გადის. ქუთაისში მატარებელი 14:30 წუთზეა.


ქუთაისიდან ბათუმისკენ ელექტრომატარებელი ("ელექტრიჩკა") 17:00 საათზე გადის. ბილეთის შეძენა ქუთაისის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგურზე შეგიძლიათ 2 ლარად. შუალედი, რომელიც ბათუმის მატარებლის გასვლამდე გექნებათ, შეგიძლიათ ქუთაისის დასათვალიერებლად გამოიყენოთ. მატარებელი, რომელიც ქუთაისიდან 17:00 საათზე გადის ბათუმში 21:00 საათზე ჩადის.



რა ღირს ბათუმში ღამის გათენება:


1. ოთახის ქირაობა 20-25 ლარიდან იწყება და კომფორტის მიხედვით იზრდება

2. საოჯახო სასტუმროებში დარჩენის მინიმალური ფასი 40 ლარია და კომფორტის მიხედვით საკმაოდ მაღალ ფასებს უტოლდება

3. ბათუმის ცნობილ სასტუმროებში ერთი ღამის გატარება მინიმუმ 300 ლარი დაგიჯდებათ (თუ ფასდაკლებას არ მიაგენით)

4. შედარებით მცირე ფასები დაგხვდებათ სხვა კურორტოლ ზონებში (ქობულეთი, გონიო, სარფი, ურეკი)


საზღვაო ნივთები

 

ახლა უკვე ბაზრობაზე გადავინაცვლოთ და ზღვის სეზონისათვის აუცილებელი ნივთები შევიძინოთ.


საზღვაო ქოში - (6-15 ლარი) საშუალო ფასი ქალისა და მამაკაცის საზღვაო ქოშებისათვის...



საზღვაო ჩანთები ქალებისათვის (15-25 ლარი);

 

საზღვაო ქუდები ქალებისათვის - (15-20 ლარი);

 

ქალისა და მამაკაცის მზის სათვალეები (10-50 ლარი);



მზისგან დამცავი საშუალებები:


მზისგან დამცავი - 6-15 ლარი დამწვრობის მალამო 8-19 ლარი;



საზაფხულო შორტები მამაკაცებისათვის - (10-30 ლარი);

 

კამერები (3-50 ლარი);

 

მზისგან დამცავი ქუდები მამაკაცებისათვის (5-15 ლარი);

 

საცურაო კოსტიუმი მამაკაცებისათვის - (5-20 ლარი);

 

საცურაო კოსტიუმი ქალბატონებისათვის - (15-70 ლარი);

 

პირსახოცები ზღვის სანაპიროსათვის (15-55 ლარი);


ზემოთ აღნიშნულ ფასებს თბილისის ტანსაცმლის ბაზრობებზე შეხვდებით. რა თქმა უნდა, იმავე ნივთების ყიდვას ბრენდულ მაღაზიებშიც შეძლებთ. ფასები შედარებით მაღალია, თუმცა ფასდაკლების შემთხვევაში, შესაძლებელია, უფრო ეკონომიურ თანხაშიც ჩაეტიოთ.


ჯამური ფასები

 

საჭირო ნივთების შეძენა საზღვაო სეზონისათვის დაახლოებით დაგიჯდებათ:


ქალებს: 180 ლარი

მამაკაცებს: 120 ლარი

 

ამ ყველაფერს ემატება საცხოვრებლისა და გზის ხარჯები, რომელთა ფასებიც ზემოთაა მოცემული.


ახლა მარტივად შეგიძლიათ, საჭირო ნივთების ფასებს, დაუმატოთ მგზავრობისა და ბინის ხარჯები, დღეების მიხედვით.


მაგალითად, თუ ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში რჩებით და ბინაში იხდით 50 ლარს, ხოლო მგზავრობისას ისარგებლეთ სამარშრუტო ტაქსით - თქვენი ერთკვირიანი საზაფხულო დასვენება დაახლოებით 650 ლარამდე დაგიჯდებათ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ამ ხარჯებში კვებისა და ჯიბის თანხა არ შედის, რაც თქვენ ხარჯებს მინიმუმ გააორმაგებს. ასე რომ, საქართველოს საზღვაო კურორტებზე ერთკვირიანი დასვენებისათვის 1000-1200 ლარი მაინც დაგჭირდებათ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი