logo_geo
მეგობრები უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონას შესახებ საუბრობენ
- +

18 ივლისი. 2017. 17:46



თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონას ჯგუფელები თსუ-ს მაღლივ კორპუსში არიან შეკრებილები. როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავენ, მოკლული ანა ხელაძე წარმატებული სტუდენტი იყო.


ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. ჯგუფელებს გვინდა, რომ ერთად ვიყოთ, ასევე გვინდოდა ლექტორები გვენახა. ანა იყო უკეთილშობილესი ადამიანი, მისგან მხოლოდ სითბო, მზრუნველობა და ყურადღება მახსოვს. წარმატებული სტუდენტი იყო. ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. უდიდესი დანაკლისია მთელი უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის, რადგან ასეთი ადამიანი იშვიათია", - განაცხადა ანა ხელაძის ერთ-ერთმა ჯგუფელმა ანა ჩიქოვანმა.


მისივე თქმით, ანა ხელაძეს კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია.


სამართალდამცველების ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1995 წელს დაბადებული რ.ა.შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზარხ მკველობის ბრალდებით ფოთში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში თავის მამიდაშვილს, 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სსკი-ს 108-ე მუხლით.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი