logo_geo
საქართველოში აღებული მართვის მოწმობით სარგებლობა, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებშიც გამოდგეს
- +

19 ივლისი. 2017. 13:20



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში.


ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი უწყება, რომელსაც აქვს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, მემორანდუმი და ხელშეკრულება გაფორმებული. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან. განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ევროკავშირის მიმართულებით და შემიძლია გითხრათ, რომ დანაშულის კლებაა მთელ რიგ იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშეებია გაგზავნილი", - განაცხადა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ელჩებს გააცნობს იმ პრიორიტეტებს, რაზეც უწყება მუშაობს, როგორიცაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, რეადმისიის თემები, საზღვრის დაცვა, საგანგებო სიტუაციები.


რაც მთავარია, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ დიალოგი, რამდენიმე ქვეყენასთან და ახლა საჭიროა ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობების ქუჩაში გატანა მოხდება და მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ამ პროცესს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს იმ კუთხით, რომ აღიარება მოხდეს ყველა მართვის მოწმობის.



 

big_banner
არქივი