logo_geo
ბოლო 6 თვეში ქართველებმა ონლაინ შოპინგზე 81.9 მილიონ ლარამდე დახარჯეს
- +

20 ივლისი. 2017. 20:29



შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ონლაინ შოპინგზე დახარჯული თანხა, ბოლო წლების განმავლობაში, იზრდება. მოქალაქეები ონლაინ შოპინგზე, საშუალოდ, 111 ლარს ხარჯავენ.


2015 წელს, საქართველოდან უცხო ქვეყნებში 86 მილიონი ლარი გადაირიცხა, 2016 წელს 140 მილიონი ლარი, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემით, 81.9 მილიონი ლარი. საქართველოში ამანათები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან შემოდის. დაახლოებით მილიონ ლარამდე ღირებულების გამოწერილი ამანათები შემოდის საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან.


დღეისათვის გამოწერილ ნივთებზე გადასახადს დაქვემდებარებული ზღვარი 300 ლარია, ასევე, დღგ-ის 18%-ით იბეგრება გარკვეული დასახელების საქონელი.


რამდენიმე თვის წინ, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ინტერნეტით გამოწერილ ნივთებზე განბაჟების გადასახადის ზღვრის 500 ლარამდე გაზრდა მოითხოვა.

 

დასაბუთება მარტივია - მაშინ, როცა დადგინდა 300 ლარი, იგი უდრიდა 200 დოლარს. ლარის გაუფასურების გამო, 200 დოლარი დღეს უდრის 500 ლარს", - წერს კახიძე.


ონლაინ გზავნილები ქვეყნების მიხედვით:


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი