logo_geo
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
- +

20 ივლისი. 2017. 22:21


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე არსებული ხიდის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


 ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301-კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე.  ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ 60 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.



 

big_banner
არქივი