logo_geo
რეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია
- +

4 დეკემბერი. 2016. 21:09



ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე 1945 წლის 4 დეკემბერს დაიბადა. რეჟისორი  ქალაქ თბილისში დაბადა.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1967 წელს; 1975 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტები.


1974-1998 წწ. იყო ტელევიზიის რეჟისორი; 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი; 1997 წლიდან კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1993 წლიდან ქალთა მოძრაობა „მანდილის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ თუმანიშვილი სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „კაცია-ადამიანი?!" (1979), „კუკარაჩა"(1983), „სანამ წვიმა გადაივლიდეს" (1985), "მარტოხელა მონადირე"(1989) და სხვ.; სატელევიზიო დადგმებისა: „დღესასწაული" (1973), "ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს"(1975) და სხვ.

 

ქართული აზრი ულოცავს ქალბატონ ქეთი დოლიძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და შემოქმედებით წინსვლას.


 

big_banner
არქივი