logo_geo
ამ წუთებში, სნოში პატრიარქი საღამოს ლოცვას აღავლენს
- +

23 ივლისი. 2017. 00:09


ყაზბეგში, სოფელ სნოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღამოს ლოცვას აღავლენს. ილია მეორესთან შესახვედრად მრევლი ახალ აშენებულ სასტუმრო "სნოშია" შეკრებილი. ლოცვას ესწრება ქვეყნის პრემიერმინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.



სასტუმრო, რომელიც საპატრიარქომ შემოწირული თანხებით ააშენა, ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. ცერემონიას ქვეყნის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.



სასტუმრო სოფელ სნოში, პატრიარქის რეზიდენციის ეზოში დგას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატრიარქის კურთხევით შემოსული თანხები სოფლის განვითარებას და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი