logo_geo
ილია მეორე: ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რას მივცემთ სამშობლოს...
- +

23 ივლისი. 2017. 14:58



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოფელ სნოში სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სასტუმრო „სნო" აშენდა იმისთვის, რომ არა ვინმემ მატერიალური სარგებელი ნახოს, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი მოქმედება სხვა რეგიონებმაც გაიმეორონ.


ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა. ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი მე ვაჩვენე მაგალითი ამისი. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის, მოსავალი. ჰაერი, ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა. ამიტომ ვისარგებლოთ ამ ღვთის წყალობით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა არის მკურნალი ადამიანის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მობრძანდით დღეს აქ. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს სრულიდ საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა.


შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „სნო" 34 ადგილიანია და ის შემოწირულობებით აშენდა. როგორც სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, სასტუმროსგან მიღებული შემოსავალი სოფელ სნოში შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს მოხმარდება.


 

big_banner
არქივი