logo_geo
სასტუმრო „სნოს“ გახსნაზე ოთხტომეული - „ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ წარადგინეს
- +

23 ივლისი. 2017. 19:38



სოფელ სნოში სასტუმრო „სნოს" გახსნის ცერემონიაზე „პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული ოთხტომეული „ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" წარადგინეს. წიგნი საპატრიარქოს არქივში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არის მომზადებული.


როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გამომცემლობა „პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა განაცხადა, ოთხტომეული მოიცავს უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთელ დოკუმენტაციას, პირად წერილებს, ჩანაწერებს, უმდიდრეს არქივს და საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებს უტყუარი დოკუმენტური მასალით გადმოსცემს.


ალუდაურის თქმით, წიგნი დღვანდელი ღონისძიების სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.


ეს წიგნი ძალიან ბევრ სახლში შევიდა და უკვე დაიკავა საპატიო ადგილი მათი ბიბლიოთეკების თაროებზე. დღეს ამ ადამიანების რიცხვი კიდევ გაიზარდა. საპატრიარქოსა და ჩვენი ერთობლივი სურვილი იყო, დღეს სტუმრებს ეს წიგნი საჩუქრად მიეღოთ", - განაცხადა მაია ალუდაურმა.


სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გამომცემლობა „პალიტრა L"-ს ამ წიგნის გამოცემისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა მზია კაცაძემ პატრიარქის შესახებ დოკუმენტური მასალის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი